Tuesday, April 19, 2011

ხევსურეთი

  ეს ულამაზესი მხარე, ღრმა ხევებით დაღარული, კავკასიონის ბუმბერაზ მთებშია მოქცეული. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო-სამხრეთ მხარეზე. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ორ ნაწილად ჰყოფს, რომელთაც პირიქით და პირაქეთ ხევსურეთს უწოდებენ. პირიქითი ხევსურეთი შედგება არდოტის, შატილისა და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთ ხევსურეთს კი არაგვის ხეობა შეადგენს. ხევსურეთს აღმოსავლეთით ჩეჩნეთი და თუშეთი, დასავლეთით - ხევი და მთიულეთი, ჩრდილოეთით – ქისტეთი, სამხრეთით კი ფშავი ესაზღვრება. დასავლეთ ხევსურეთის მთის კალთები ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, აღმოსავლეთ ხევსურეთი კი მდიდარია ყვავილოვანი მცენარეებით აჭრელებული სუბალპური და ალპური მდელოებით. ხევსურეთში საცალფეხო გზებია.
ამ უმშვენიერეს მიდამოებში ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია, რაზედაც ბრინჯაოს ხანის აქ აღმოჩენილი ნივთებიც მოწმობენ. ხევსურები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, თუმცა ისინი უმეტესად ჯერ კიდევ წარმართულ კერპებს ეთაყვანებიან, ამიტომაც აქ წარმართული სამლოცველო უფრო მრავლადაა, ვიდრე ეკლესია-მონასტერი. ხევსურეთის სიამაყეა მიუვალ კლდეზე შეფენილი სოფელი შატილი, რომელსაც გარესამყაროსთან ერთადერთი ბილიკი აკავშირებს. აქაური სახლები კოშკებს წარმოადგენენ, რომლებიც ერთგვარ თავდაცვით კედელს ქმნიან.




ღირსშესანიშნაობები:
შატილის ციხე-სოფელი
გუდანის ჯვარი
ანატორის ჯვარი
ხახმატის ციხე
ახიელის ციხე
ლებაისკარის ციხე
მუცოს ციხე



No comments:

Post a Comment